Aptos

სიახლეები

15.07.2016
მე-10 საერთაშორისო კავკასიური კონგრესი პლასტიკურ ქირურგიასა და დერმატო-კოსმეტოლოგიაში
კოლხიდა 2016

2016 წლის 8-9 ივლისს, თბილისში მე-10 საერთაშორისო კავკასიური კონგრესი პლასტიკურ ქირურგიასა და დერმატო-კოსმეტოლოგიაში - კოლხიდა 2016 გაიმართა.  კონგრესი GeoPRAS-ის  (საქართველოს პლასტიკურ, რეკონსტრუქციულ და ესთეტიკურ ქირურგთა ასოციაციის), კომპანია „აპტოს“-ის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.

კონგრესზე მონაწილეობას იღებდა 600-მდე მონაწილე. ღონისძიების ფარგლებში  113 მომხსენებელი გამოვიდა საინტერესო მოხსენებით.

საერთაშორისო კავკასიური კონგრესი 2007 წლიდან პერმანენტულად იმართება. კოლხიდა 2016 წინა ღონისძიებებისაგან თავისი მაშტაბურობით გამოირჩეოდა.

პირველად საქართველოში, მსოფლიოს 37 ქვეყანიდან ჩამოვიდნენ ცნობილი ქირურგები და დერმატო-კოსმეტოლოგები, მათ შორის: ალან ტენენბაუმი (შვეიცარია), ალექსანდრ ტურკევიჩი (უკრაინა), არიფ ტურკმენი (თურქეთი), გუიდო მარონატი (იტალია), გილერმო ბლუგერმანი (არგენტინა), კირილ პშენისნოვი (რუსეთი), მარკო ანტონიო ბუენდია (მექსიკა), მიშელ კოსტაგლიოლა (საფრანგეთი), ნატალია მანტუროვა (რუსეთი), გრემ პერკსი (დიდი ბრიტანეთი), ამრ ელ ნაგარი (ეგვიპტე), ზორან ზგალიარდიჩი (ხორვატია), ჯორჯ ფელმანი (ისრაელი), ერჩინ ოზუნტურკი (თურქეთი), ჰელდა ფელიციო (ბრაზილია), პატრიკ ტრეისი (ირლანდია), სავერიო დი ბლასი (ვენესუელა), სერგეი ანტონოვი (პოლონეთი), რუბენ ოდენინო (იტალია), ება საბრი (საფრანგეთი) და სხვა.

კონგრესზე განიხილეს შემდეგი თემები:

·         რინოპლასტიკა;

·         ოტოპლასტიკა;

·         ფეისლიფტინგი;

·         რეკონსტრუქციული ქირურგია;

·         მამოპლასტიკა;

·         ქსოვილების აუტოტრანსპლანტაცია;

·         ლიპოფილინგი;

·         მცირეინვაზიური ტექნოლოგიები ესთეტიკურ ქირურგიაში;

·         კორექციის ინექციური მეთოდები კოსმეტოლოგიაში;

·         უჯრედული ტექნოლოგიები;

·         ბოტულოტოქსინის თერაპია;

·         ფილერები;

·         სიახლეები კოსმეტოლოგიაში.

 

ასევე, 10-11 ივლისს გაიმართა კომპანია „აპტოს“-ის სამეცნიერო სიმპოზიუმი - „აპტოსის ვარსკვლავები“, რომლის ფარგლებში „აპტოს“-ის მაღალკვალიფიციურმა ტრენერებმა, კოლეგებს საკუთარ გამოცდილება გაუზიარეს.

შეგახსენებთ, რომ კომპანია “აპტოს”-ი 1996  წლიდან აწარმოებს “აპტოს”-ის ძაფებს, რაც  წარმატებით გამოიყენება, როგორც პლასტიკურ და ესთეტიკურ ქირურგიაში, ასევე დერმატო-კოსმეტოლოგიაში.  “აპტოს”-ის ძაფების იდეის ავტორები არიან ბატონი მარლენ, გიორგი და კონსტანტინე სულამანიძეები, რომლებმაც ქირურგიული ძაფის მოდიფიკაცია მოახდინეს, დანერგეს პლასტიკურ და ესთეტიკურ ქირურგიაში.

 “აპტოს”-ის პროდუქტები და მეთოდები წარმატებით გამოიყენება მსოფლიოს 60 ქვეყანაში. კომპანიაში დანერგილია ISO 13485 და CE მარკირება. კომპანია მუდმივად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა კონფერენციებში, კონგრესებსა და გამოფენებში. ატარებს ტრენინგებს, ნერგავს ახალ მეთოდებს და მუდმივად მუშაობს არსებული პროდუქტის გაუმჯობესებისთვის.

 

კონგრესის ჩატარების ადგილი: Radisson Blu Iveria,

ვარდების რევოლუციის მოედანი 1, თბილისი, საქართველო.

კონგრესის ჩატარების დრო: 8-9 ივლისი, 2016 წელი. 09:00