Aptos

დაგეგმილი კონგრესი

მე-10 საერთაშორისო კავკასიური კონგრესი პლასტიკურ ქირურგიასა და დერმატო-კოსმეტოლოგიაში - კოლხიდა 2016

8-10 ივლისი, 2016 წელი

დაგეგმილი ღონისძიება

პატივცემულო მეგობრებო და კოლეგებო!

მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ წელს აპტოსი აღნიშნავს 20 წლის იუბილეს.

საიუბილეო ღონისძიება გაიმართება ა. წ. 8-9 ივლისს, ქ. თბილისში და მოიცავს სამეცნიერო კონფერენციას - მე-10 საერთაშორისო კავკასიურ კონგრესს პლასტიკურ ქირურგიასა და დერმატო-კოსმეტოლოგიაში - კოლხიდა 2016.

10 ივლისს დაგეგმილია აპტოსის სამეცნიერო სიმპოზიუმი, რომლის ფარგლებში აპტოსის მაღალკვალიფიციური ტრენერები, მოდელებზე „ცოცხალი“ დემონსტრაციების დროს გაუზიარებენ კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას.

უკვე ბევრმა ცნობილმა ექიმმა გამოთქვა სურვილი ეწვიოს კონგრესს და წარადგინოს სამეცნიერო ნაშრომი ჩვენი სპეციალობის სხვადასხვა სფეროში. სამეცნიერო კომიტეტი აგრძელებს აბსტრაქტების მიღებას პრეზენტაციისთვის.

გვსურს, ეს მნიშვნელოვანი მოვლენა ავღნიშნოთ თქვენთან, ჩვენს ახლო მეგობრებთან ერთად და თან შევიძინოთ ახალი თანამოაზრეები.

გულითადად გთხოვთ, გვეწვიოთ და ჩვენთან ერთად აღნიშნოთ აპტოს-ის 20 წლის იუბილე თბილისში. გელით ტრადიციული ქართული სტუმართმოყვარეობით.

 

პატივისცემით,

მარლენ სულამანიძე