Aptos

 

საერთო ინფორმაცია თბილისის შესახებ

 

ჩატარების ადგილი: სასტუმრო RADISSON BLU IVERIA

ვარდების რევოლუციის მოედანი 1, 0108 თბილისი, საქართველო

ქ. თბილისი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, 200კვ. კმ-ზეა გაშენებული და 1 225 000 ადამიანი ცხოვრობს. თბილისი განთავსებულია მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, რომელიც ქალაქის მთავარ ჰიდროლოგიურ არტერიას წარმოადგენს. თბილისი - ქვეყნის დედაქალაქი, ყოველთვის იყო საქართველოს ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული სტრატეგიული ცენტრი. 

თბილისის კლიმატი ნოტიო სუბტროპიკულიდან შედარებით ზომიერ კონტინენტურამდე იცვლება. საშუალო წლიური ტემპერატურა თბილისში 12-13 გრადუსი ცელსიუსის ფარგლებში მერყეობს. იანვარი ყველაზე ცივი თვეა, ყველაზე ცხელი თვე კი ივლისია, რომლის საშუალო ტემპერატურა 24 გრადუსია, ხოლო მაქსიმალური მცირედით სცდება 40 გრადუსს. ქვეყნის მოსანახულებლად ზაფხულის თვეები ყველაზე ხელსაყრელ დროდ ითვლება.

თბილისში ორი ციხესიმაგრე მდინარე მტკვრის გასწვრივ ერთმანეთს შეჰყურებს. ესენია მეტეხი და ნარიყალა. პატარა ქვასაც კი შეუძლია მოგითხროთ ქალაქის საგმირო ისტორიის შესახებ.

თბილისი - საქართველოს დედაქალაქი, ერთ-ერთი უძველესი ქალაქია მთელს მსოფლიოში. შეუძლებელია, ერთი ნახვით არ შეგიყვარდეთ ეს თვალწარმტაცი ქალაქი. მასში ჰარმონიულადაა შერწყმული უძველესი და თანამედროვე დროები. თანამედროვე შენობებითა და ლამაზი მაღაზიებით კეთილმოწყობილი ევროპული ქუჩების გვერდით, თბილისში შეხვდებით ვიწრო ქუჩებსა და სკვერებს აღმოსავლურ სტილში.

ქალაქის დაარსებას ყველასათვის ცნობილი ლეგენდა უკავშირდება. წარსულში აქ უღრანი ტყე იყო, სადაც მეფე ვახტანგ გორგასალი ნადირობდა. ერთხელ მეფის შევარდენი ხოხობს დაედევნა. მცირე ხანში მეფემ ისინი ერთ-ერთ გოგირდის წყაროში მოხარშულები აღმოაჩინა. მეფემ ბრძანა, რომ ამ ადგილას ახალი ქალაქი, თბილისი უნდა აშენებულიყო. ეს ლეგენდა ყოველმა ქართველმა იცის. სახელი თბილისი არა მხოლოდ ლეგენდებში, არამედ უძველეს ისტორიულ დოკუმენტებშიცაა ნახსენები. ”ქართლის ცხოვრების” ქრონიკა მოგვითხრობს, რომ ვახტანგ გორგასალმა დაიწყო მშენებლობა, ხოლო მისმა ვაჟმა დაჩიმ დაასრულა მამამისის მიერ წამოწყებული საქმე. სულ მალე კი თბილისი ქართველი მეფეების რეზიდენციად გადაიქცა. მეფის არჩევანმა გაამართლა, სულ მალე ქალაქმა, კარგი გეოგრაფიული განლაგების წყალობით ზრდა და განვითარება დაიწყო.

ქვეყანა განლაგებულია კავკასიის გულში, ევროპასა და აზიას შორის. ხელსაყრელი ადგილმდებარეობის გამო ყოველთვის იყო დამპყრობელთა ყურადღების ცენტრში. თბილისმა 40 გამადგურებელ მტრის შემოსევას გაუძლო, მიუხედავად ამისა, ქალაქს არასოდეს მოუხრია ქედი დამპყრობლის წინაშე და ყოველ ჯერზე ფერფლიდან აღსდგებოდა.

კონგრესის ადგილი შემთხვევით არ იყო არჩეული. ეს ღონისძიება მოგცემთ საშუალებას გაეცნოთ სილამაზის მედიცინის უახლეს მიღწევებს, გაატაროთ დრო მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს და ულამაზეს ქალაქში და ასევე, დატკბეთ ნამდვილი კავკასიური სტუმართმოყვარეობით.

თბილისის ღირსშესანიშნაობები

   


 

ძველი ციხესიმაგრის კედელი


ბარათაშვილის ქუჩაზე კარგადაა შემონახული და ნაწილობრივ აღდგენილი ძველი, კოშკებიანი ციხე-სიმაგრის ფრაგმენტები. კედელზე რკინის ფირფიტაა წარწერით: ძველი თბილისის ეს თავდაცვითი კედელი 1977 წელს იქნა აღმოჩენილი”. იგი ქალაქის ციხესიმაგრიდან (ნარიყალადან) იწყება, სოლოლაკის გასწვრივ გადის თანამედროვე ქუჩების დადიანის, პუშკინისა და ბარათაშვილის გასწვრივ და მდინარე მტკვართან მთავრდება. ადრე, ამ ადგილას დიღმის კარი და მუხრანთუბანის გალავანი იყო.

 

კონკა


კონკა თბილისში პირველად 1883 წელს გამოჩნდა. 1904 წელს კონკა ტრამვაიმ ჩაანაცვლა, თუმცა ადამიანებმა ვერ შეძლეს მასთან განშორება და ახლა იგი ქუჩის კაფის სახითაა შემონახული.

 

კომპოზიცია ბერიკაობა

 

ბარათაშვილის ქუჩაზევეა განთავსებულია კომპოზიცია ”ბერიკაობა”. ბერიკაობა ქართული ნაციონალური დღესასწაულია, რომელიც არ არის შეზღუდული დროსა და სივრცეში. ეს არის ქართული ხალხური ნიღბების თეატრი, რომელიც ქუჩებში იმართება ხოლმე.

 

მეეზოვის ქანდაკება


ახლოსვეა განთავსებული მეეზოვის ქანდაკება, რომელიც ცნობილი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ნახატის მიხედვითაა შესრულებული.

 

ანჩისხატი


ანჩისხატის ბაზილიკა და მისი სამრეკლო (მე-6 საუკუნე) ერთ-ერთი უძველესია თბილისში. ანჩისხატი ვახტანგ გორგასლის ვაჟის, დაჩი უჯარმელის პერიოდში აღიმართა. პალესტინური არქიტექტურის გავლენის გამო, ტაძარი სამ-ნეფიან ბაზილიკასაა მიმსგავსებული. მოცემული სახელწოდება ტაძარს მე-17 საუკუნეში მიენიჭა. მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, რომელიც ცნობილმა ქართველმა ოქრომჭედელმა ბექა ოპიზარმა (იგი თამარ მეფის ეპოქაში ცხოვრობდა) მოხატა  ძველ ქართულ ქალაქში ანჩიში ინახებოდა.

 

ერეკლე II -ის მოედანი


1638 წელს სიონისა და ანჩისხატის ტაძრებს შორის არსებულ მოედანზე მეფე როსტომმა სასახლე ააგო და ამ მოედანსაც ”სამეფო მოედანი” ეწოდა. 1975 წელს, აღა-მახმად-ხანის შემოჭრისას სასახლე მთლიანად განადგურდა. ძველ დროს ადგილობრივი მოსახლეობა აქ იკრიბებოდა და ახალ ამბებს განიხილავდა ხოლმე. სწორედ ამიტომ ეწოდა ამ ადგილს ”სალაყბო”.


სიონის ტაძარი


ძველი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე აღსანიშნავი მემორიალია – წმინდა მარიამის მიძინების ტაძარი ან უბრალოდ სიონი. ქუჩასაც შესაბამისად სიონის ქუჩა ეწოდება, რომელზე მოხვედრაც ერეკლე მეორის ქუჩით შეგიძლიათ. ტაძრის მშენებლობა ვახტანგ გორგასალმა (446-499 წწ) დაიწყო. სიონი მუდამ თბილისის მძიმე ხვედრის თანამოზიარი იყო. მრავალი საუკუნის მანძილზე იგი არა ერთხელ დაანგრიეს და გაანადგურეს. 1226 წელს ხორეზმის შაჰის მემკვიდრე, ჯალალ-ედ-დინი უზარმაზარი ჯარით შემოიჭრა საქართველოში და თბილისი დაიკავა. შაჰმა ტაძრიდან გუმბათის აღება და მის ნაცვლად იქ მისი ტახტის დადგმა ბრძანა, რათა ქალაქის გადაწვისა და ქრისტიანთა წამებისათვის ედევნებინა თვალი. ვინც წმინდა ხატების შეურაცხყოფაზე უარს იტყოდა, ჯალათები თავს ჭრიდნენ და მათ სხეულებს იქვე, მტკარში ყრიდნენ. სწორედ ასე იქნა მოკლული ასი ათასი ქართველი მოწამე. სულ მალე საშინელ მიწისძვრას ჰქონდა ადგილი და შაჰის ტახტი ტაძრიდან ჩამოვარდა. აღსანიშნავია, რომ სიონის ტაძარში ინახება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველაზე დიდი სიწმინდე. ეს გახლავთ წმინდა ნინოს ჯვარი, რომელიც ვაზის ორი ტოტისაგანაა დამზადებული და თვითონ ნინოს თმითაა შეკრული.

 

ბამბის რიგი და შარდენის ქუჩა


ფეოდალურ ქალაქში სიონისა და ერეკლე მე-2-ის ქუჩების გასწვრივ „რასტაბაზარი“ იყო განთავსებული. ”რასტაბაზარი” სპარსული სიტყვაა და ქართულად, ქუჩის გასწვრივ, ერთ რიგად მოწყობილ დახლებსა და სახელოსნოებს ნიშნავს. მე-20 საუკუნის დასაწყისში აქ სავაჭრო რიგი – მენთეშევის რიგები ააშენეს. სავაჭრო რიგი შედგება მოდერნის სტილის ორი შენობისგან. პირველი შენობა თბილისის ისტორიის მუზეუმს ესაზღვრება, მეორე კი რაიონს შარდენისა და ბამბის რიგის ქუჩებად ჰყოფს. ბამბის რიგი მხოლოდ ფეხით მოსიარულეთა ქუჩაა და ამასთან ერთ-ერთი უძველესია თბილისში. აქ ჯერაც შეგიძლიათ იხილოთ მენთეშევის რიგები, მისი სახლი და მისი ოჯახის გერბი.

ბამბის რიგიდან მარჯვნივ, შარდენის ქუჩაა. შარდენი ძალიან ვიწრო და მოკლე ქუჩაა, მას ფრანგი მკვლევარის ჟან შარდენის სახელი უწოდეს, რომელმაც თბილისი 1863 წელს მოინახულა. იმ პერიოდისათვის ქუჩას ”ბნელი რიგი” ეწოდებოდა, რადგან იგი გადაჭედილი იყო მაღაზიებითა და სახელოსნოებით. შარდენის, ბამბის და ერეკლე მე-2-ის ქუჩები შესაძლებლობას გვაძლევენ დავათვალიეროთ ადგილობრივი არტ-გალერეები და სუვენირის მაღაზიები. ამასთან, აქ უამრავი კაფე ფუნქციონირებს.

 

გორგასალის მოედანი


შარდენის ქუჩიდან, შეგვიძლია მოვხვდეთ გორგასალის მოედანზე. ეს მოედანი ციხესიმაგრის წინ იყო განთავსებული. სწორედ აქედან გამომდინარეობს მისი თავდაპირველი სახელწოდება – ”ციხისმოედანი”. დიდი ხნის განმავლობაში ციხესიმაგრეს სპარსელები განაგებდნენ. ხალხმა განსხვავებული რწმენის დამპყრობლები საერთო სახელის ”თათრების” ქვეშ გააერთიანა. სწორედ ამიტომ მოედანს სახელი შეუცვალეს და თათრის მოედანი დაარქვეს. მას ასევე შეიტან-ბაზარსაც უწოდენენ. ეს იყო მთავარი სავაჭრო მოედანი. აქ ყველაფრის შეძენას შეძლებდით, იქნებოდა ეს საკვები, სასმელი, ოქროსა თუ ვერცხლის ნივთები.

 

 

აბანოთუბანი

 


აბანოთუბანიში გორგასლის ქუჩით ვხვდებით. სწორედ აქ არის დღევანდლამდე მოქმედი გოგირდის აბანოები და შეიძლება ითქვას, რომ აქედან იწყებოდა საქართველოს დედაქალაქის მშენებლობა. გადმოცემის მიხედვით, გოგირდის წყაროები მეფე ვახტანგ გორგასალმა აღმოაჩინა ნადირობისას. წყაროები მთა თაბორიდან გადმოედინებოდნენ. ამ უბანს სხვადასხვა დროს სხვადასხვაგვარად მოიხსენიებდნენ. თავდაპირველად მას ჩვენი დედაქალაქის სახელს უწოდებდნენ – თბილისი. მე-17 საუკუნეში აქ სპასრსეთიდან სეიდების ტომი გადმოსახლდა და რაიონს სეიდ-აბადი დაერქვა. მოგვიანებით, მე-18 საუკუნის დასაწყისიდან რაიონს ”ხარპუხს” უწოდებდნენ, რაც სურდოს ნიშნავს. გადმოცემით, ერთ გამოქცეული კაცი გზაში გაციებულა და სურდო დაწყებია. მას თურმე ცხვირი აბანოს კარებთან არსებულ ქვაზე მიუდია და სურდომაც ხელად გაუარა. შედეგად აქ, მთელმა ქალაქმა დაიწყო სიარული სურდოსაგან განსაკურნად. სინამდვილეში, ხარპუხი არა მარტო აბანოთუბანი, არამედ მთლიანი ტერიტორიაა ორთაჭალამდე და ასევე, სოფელი თაბორის მთის ფერდობებზე.


 

ბოტანიკური ბაღი


თბილისის ბოტანიკური ბაღი წავკის-წყალის ხეობაში, თაბორისა და სოლოლაკის ქედებს შორის და მათ ფერდობებზეა განლაგებული. ბაღი 1625 წლიდან არსებულ სამეფო ბაღის ბაზაზეა შექმნილი. აქ მთელი წლის მანძილზე ყვავის ულამაზესი ყვავილები და მცენარეები. ბაღში აღმოაჩენთ ჩანჩქერს და ხიდს მდინარის გასწვრივ.

 

ნარიყალა


სოლოლაკის ქედის თავზე ნარიყალას ციხესიმაგრეს აღმოაჩენთ. იგი ძველი თბილისის ყოველი კუთხე-კუნჭულიდან მოჩანს. ადგილი ციხე-სიმაგრის ასაშენებლად საუცხოოდაა შერჩეული. ჩანს, თბილისი სამხედრო ბაზად იყო ჩაფიქრებული. უნიკალური სტრატეგიული მდებარეობა შეამჩნიეს როგორც ადგილობრივმა მმართველებმა, ისე უცხოელმა დამპყრობლებმაც. ერთნიც და მეორენიც ნარიყალას საკუთარ რეზიდენციად და შტაბ-ბინად აქცევდნენ ხოლმე. ნარიყალა პირველი მსხვილი ნაგებობაა თბილისში. შორიდან ჩანს, რომ შენობა მთის მწვერვალს იკავებს და ქვემოთ, უფრო მომცრო მწვერვალზე ჩამოდის. აღსანიშნავია, რომ კედლების მშენებლობის ტექნიკა ყველას ანცვიფრებს.

 

ქართლის დედა


ნარიყალას უძველესი ციხესიმაგრის ნანგრევებში განთავსებულია 1935 წელს შექმნილი სასეირნო ბილიკი. სწორედ აქ დგას ”ქართლის დედის” ქანდაკება. ეს არის ქართველი ხალხის ლეგენდარული სულის სიმბოლო. ნაციონალურ კაბაში შემოსილ ქალს ერთ ხელში სტუმრისათვის განკუთვნილი ღვინის ფიალა უჭირავს, მეორეში კი მტრისათვის გამიზნული ხმალი. ქანდაკება 1958 წელს მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელმა შექმნა.