Aptos

დაგეგმილი კონგრესი

მე-10 საერთაშორისო კავკასიური კონგრესი პლასტიკურ ქირურგიასა და დერმატო-კოსმეტოლოგიაში - კოლხიდა 2016

8-10 ივლისი, 2016 წელი

სიახლეები

15.07.2016 მე-10 საერთაშორისო კავკასიური კონგრესი პლასტიკურ ქირურგიასა და დერმატო-კოსმეტოლოგიაში
კოლხიდა 2016
2016 წლის 8-9 ივლისს, თბილისში მე-10 საერთაშორისო კავკასიური კონგრესი პლასტიკურ ქირურგიასა და დერმატო-კოსმეტოლოგიაში - კოლხიდა 2016 გაიმართა. კონგრესი GeoPRAS-ის (საქართველოს პლასტიკურ, რეკონსტრუქციულ და ესთეტიკურ ქირურგთა ასოციაციის), კომპანია „აპტოს“-ის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.
03.06.2016 მე-10 საერთაშორისო კავკასიური კონგრესი პლასტიკურ ქირურგიასა და დერმატო-კოსმეტოლოგიაში პატივცემულო მეგობრებო, გაცნობებთ, რომ იძულებული ვართ შევწყვიტოთ რეგისტრაცია 15 ივნისამდე, მე-10 საერთაშორისო კავკასიურ კონგრესზე პლასტიკურ ქირურგიასა და დერმატო-კოსმეტოლოგიაში - კოლხიდა 2016. ამჟამინდელი მონაცემებით კონგრესზე დარეგისტრირებულ მონაწილეთა რაოდენობა აჭარბებს კონგრესზე არსებული თავისუფალი ადგილების რაოდენობას. კონგრესზე დასწრების გარანტირებული ბილეთის მოსაპოვებლად საჭიროა რეგისტრაციის თანხის გადახდა 15 ივნისამდე. კონგრესზე დასასწრებად თავისუფალი ადგილების შესახებ განახლებული ინფორმაცია გამოქვ Aptos Logo TCC Logo BTL Logo Oplastic Logo

პატივცემულო მეგობრებო და კოლეგებო!

მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ წელს აპტოსი აღნიშნავს 20 წლის იუბილეს.

საიუბილეო ღონისძიება გაიმართება ა. წ. 8-9 ივლისს, ქ. თბილისში და მოიცავს სამეცნიერო კონფერენციას - მე-10 საერთაშორისო კავკასიურ კონგრესს პლასტიკურ ქირურგიასა და დერმატო-კოსმეტოლოგიაში - კოლხიდა 2016.

10 ივლისს დაგეგმილია აპტოსის სამეცნიერო სიმპოზიუმი, რომლის ფარგლებში აპტოსის მაღალკვალიფიციური ტრენერები, მოდელებზე „ცოცხალი“ დემონსტრაციების დროს გაუზიარებენ კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას.

უკვე ბევრმა ცნობილმა ექიმმა გამოთქვა სურვილი ეწვიოს კონგრესს და წარადგინოს სამეცნიერო ნაშრომი ჩვენი სპეციალობის სხვადასხვა სფეროში. სამეცნიერო კომიტეტი აგრძელებს აბსტრაქტების მიღებას პრეზენტაციისთვის.

გვსურს, ეს მნიშვნელოვანი მოვლენა ავღნიშნოთ თქვენთან, ჩვენს ახლო მეგობრებთან ერთად და თან შევიძინოთ ახალი თანამოაზრეები.

გულითადად გთხოვთ, გვეწვიოთ და ჩვენთან ერთად აღნიშნოთ აპტოს-ის 20 წლის იუბილე თბილისში. გელით ტრადიციული ქართული სტუმართმოყვარეობით.

 

პატივისცემით,

მარლენ სულამანიძე

კონგრესის სპონსორები